საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

05 მარტი 2018 | საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალების და საგნების შესახებ“

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს - ტექნიკური რეგლამენტი - „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალების და საგნების შესახებ“.

 

პროექტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ევროკომისიის რეგულაციის REGULATION (EC) No 1935/2004 OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 27 October 2004 „On materials and articles intended to come into contact with food and repealing“ Directives 80/590/EEC and 89/109/EEC N609/2013-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

პროექტი წარმოდგენილია საჯარო განხილვისთვის. გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 15 მარტამდე.

 

საკონტაქტო პირი:  ketevan.laperashvili@moa.gov.ge

 

ტექნიკური რეგლამენტი

 

 

პარტნიორები