საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

06 მარტი 2018 | “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონის პროექტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შემადგენლობაში გადატანას და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის მოსაკრებლის ნაცვლად მომსახურების საფასურის დადგენას.

აღნიშნული ცვლილების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა მიმდინარე წლის 27 თებერვალს. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტისა და თანმდევი ცვლილებების განხილვისა და მასზე მოსაზრებების წარმოდგენის ვადა გაიზარდოს ერთი თვით. ასევე, დაინტერესებული საზოგადოების მიერ მოხდა ცალკეული სამუშაო ჯგუფების შექმნის ინიცირება სამუშაო ფორმატში შეხვედრასთან დაკავშირებით.


აღნიშნულის გათვალისწინებით, განმეორებით წარმოგიდგენთ ცვლილებების კანონპროექტს და გთხოვთ, მიმდინარე წლის 20 მარტამდე მოგვაწოდოთ შენიშვნები და წინადადებები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე eia@moe.gov.ge.

დაინტერესებული საზოგადოების მიერ წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების განხილვას სამინისტრო უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომლის შესახებაც დამატებით გეცნობებათ.


იხ. დანართის ელ.ვერსია


პატივისცემით,

 

 

პარტნიორები