საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

11 მაისი 2018 | საქართველოს კანონპროექტის „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საჯარო განხილვა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“. კანონპროექტი შემუშავდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ 2004 წლის 21 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/35/EC დირექტივის შესაბამისად. პროექტი წარმოადგენს პირველად ვერსიას და ადგენს გარემოზე მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის საქართველოს კანონმდებლობისთვის ახალ სამართლებრივ რეჟიმს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია მის მომზადებაში საზოგადოების მონაწილეობა, დაინტერესებული პირების მიერ შენიშვნების, წინადადებების წარმოდგენა და მათი განხილვა საჯარო ფორმატში, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დროული შესრულება, კანონპროექტის დახვეწა და კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის შემდგომი სამართლებრივი მსვლელობის მიცემა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის საჯარო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით, გთხოვთ, კანონპროექტზე მოსაზრებები წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 10 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე akaki.veltauri@mepa.gov.ge 

 

საჯარო განხილვა გაიმართება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (მისამართი: მ. გელოვანის #6), 2018 წლის  13 ივნისს, 12:00 საათზე.

 

საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

 

პარტნიორები