საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

04 ივლისი 2018 | „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდების შესახებ“ საჯარო განხილვა

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს - ტექნიკური რეგლამენტი - „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდების შესახებ“.

 

პროექტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის და COMMISSION DIRECTIVE 2002/63/EC of 11 July 2002 establishingCommunity methods of sampling for the official control of pesticide residues in and on products of plant and animal origin and repealing Directive 79/700/EEC და ასევე RECOMMENDED METHODS OF SAMPLING FOR THE DETERMINATION OF PESTICIDE RESIDUES FOR COMPLIANCE WITH MRLS CAC/GL 33-1999 CONTENTS-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

პროექტი წარმოდგენილია საჯარო განხილვისთვის. გთხოვთ თქვენი მოსაზრებები წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 25 ივლისამდე

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან ლაფერაშვილი.   ketevan.laperashvili@mea.gov.ge

 

 

ტექნიკური რეგლამენტი - „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდების შესახებ“

 

 

პარტნიორები