საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

19 თებერვალი 2016 | ახალი "ტყის კოდექსის" კანონპროექტის პირველი სამუშაო ვერსია

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის (World Bank)ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა საქართველოს ახალი "ტყის კოდექსის" პირველი სამუშაო ვერსია. დოკუმენტი დაეგზავნათ საქართველოს ყველა თვითმმართველობასა და სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

დოკუმენტი „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციიდან" გამომდინარე, ემყარება ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტყეების მართვა ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.

ასევე, დადგინდება ტყის კატეგორიზაციის სრულიად ახლებური წესი. თითოეული კატეგორიის ტყე გამოყოფილია მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე და შესაბამისად დადგენილი იქნება მართვის განსხვავებული რეჟიმები. კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს საქართველოში ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღება.

"ტყის კოდექსის" სამუშაო ვერსია საფუძველს შექმნის სატყეო მეურნეობის აღსადგენად, რაც ხელს შეუწყობს ტყის მდგრადი მართვის დანერგვასა და ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიანებლების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.

დოკუმენტის მიხედვით, ტყის მართვის ორგანო ვალდებული იქნება უზრუნველყოს ტყის მართვის პროცესში მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სტატუსის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს დარგში არსებული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სატყეო საქმის პოპულარიზაციას.

"საქართველოს ტყის კოდექსის" კანონპროექტის - I სამუშაო ვერსია (17.02.2016)

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები წინადადებები "საქართველოს ტყის კოდექსის" კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე

"საქართველოს ტყის კოდექსის"კანონპროექტის I სამუშაო ვერსია (15.03.2016)

ტყის კოდექსი_WWF

ტყის კოდექსი_მიქელაძე

გარემოს ეროვნული სააგენტო_1

გარემოს ეროვნული სააგენტო_2 

დამოუკიდებელი ექსპერტები_გარფორდი_მეტრეველი 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა_1 

ტყის კოდექსი_ქავთარაძე 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა_2 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა_3

ეროვნული სატყეო სააგენტო 

"საქართველოს ტყის კოდექსის"კანონპროექტის I სამუშაო ვერსია (03.04.2016) 

"საქართველოს ტყის კოდექსის"კანონპროექტის I სამუშაო ვერსია (08.04.2016)

ტყის კოდექსი 08.04 

საქართველოს ტყის კოდექსის კანონპროექტის ბოლო სამუშაო ვერსია

 

 

 

პარტნიორები