საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

06 იანვარი 2017 | საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, შპს „ქურა ბეისინ ოფერეითინგ ქომფანი“-ს „ნინოწმინდის ნავთობშემკრები ბაზის ტერიტორიაზე 1000 მ3 ტევადობის 2 ახალი რეზერვუარის მოწყობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

 

დაგეგმილი საქმიანობის  დასახელება: ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საცავების განთავსება (1000 კუბ.მ-ზე მეტი)

 

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ქურა ბეისინ ოფერეითინგ ქომფანი“

 

დაგეგმილი საქმიანობის  განხორციელების ადგილი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფ. პატარძეულის მიმდებარე ტერიტორია

 

დაგეგმილი საქმიანობის  საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2017 წელი, 22 თებერვალი, 12:00 საათი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა, მისამართი: ქ. საგარეჯო, დავით აღმაშენებლის ქ. №9.

 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და კომენტარები შეგიძლიათ მიაწოდოთ შპს „ქურა ბეისინ ოფერეითინგ ქომფანი“-ს ადმინისტრაციას არაუგვიანეს 2017 წლის 17 თებერვლისა, მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №70, საკონტაქტო პირი: გიორგი ადეიშვილი, ტელ.: +995 (032) 200-50-50, ელ. ფოსტა: giorgi.adeishvili@kboc.ge.

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წინასწარი ვერსია და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

 

• საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. N6; ტელ.: +995 (032) 272-72-60;

• შპს „ქურა ბეისინ ოფერეითინგ ქომფანი“-ს ოფისი, ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №70;

• საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა, ქ. საგარეჯო, დავით აღმაშენებლის ქ. №9;

• გარემოსდაცვითი საკონსულტაციო ორგანიზაცია შპს „გამა კონსალტინგი“-ს ოფისი, ქ. თბილისი, გურამიშვილის  გამზირი  N17; ტელ.: +995 (32) 260-15-27.

 

 

გზშ ანგარიშის წინასწარი ვერსი

არატექნიკური რეზიუმე

ტექნიკური რეზიუმე

 

 

 

 

პარტნიორები