საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

15 თებერვალი 2017 | ,,ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვები სახვადასხვა რეგიონებში

მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით სამინისტრო გეგმავს "ნადირობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვების ჩატარებას, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.

 

ასევე,  განხილულ იქნება საკითხი,  გარეული ცხოველების მიერ მოსახლეობისა და მათი ქონებისთვის საფრთხის შექმნასთან  დაკავშირებით. 

 

წარმოგიდგენთ შეხვედრების განრიგს, ადგილმდებარეობისა და თარიღების მითითებით:

 

20 თებერვალი, 12:00 საათი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;

21 თებერვალი, 11:00 საათი - ბათუმის მერიის შენობა;

21 თებერვალი, 15:00 საათი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;

22 თებერვალი, 11:00 საათი - ფოთის მერიის შენობა;

22 თებერვალი, 15:00 საათი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;

23 თებერვალი, 12:00 საათი - ქუთაისის მერიის შენობა;

24 თებერვალი, 11:00 საათი - ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;

 

 

„ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი  

 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის,

ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროს სპეციალისტს ნუგზარ ღვალაძეს.

ტელ: 598 60 50 53

 

 

პარტნიორები