საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პროცესი

1979 წელს კლიმატისადმი მიძღვნილმა პირველმა მსოფლიო კონფერენციამ კლიმატის ცვლილება სერიოზულ პრობლემად აღიარა. ამ სამეცნიერო თავყრილობამ გამოიკვლია და გააანალიზა, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს კლიმატის ცვლილებამ ადამიანის საქმიანობაზე. გამოიცა დეკლარაცია, მსოფლიოს მთავრობებისადმი მოწოდებით, გაეთვალისწინებინათ და თავიდან აეცილებინათ კლიმატის ცვლილებები, რომელთაც შეეძლოთ მავნე ყოფილიყვნენ კაცობრიობის კეთილდღეობისათვის. კონფერენციამ ასევე მოიწონა წინადადება, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამისა და სამეცნიერო გაერთიანებათა საერთაშორისო საბჭოს ერთობლივი პასუხისმგებლობით, მსოფლიო კლიმატური ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ. 


  გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში გაიმართა მთელი რიგი სამთავრობათშორისო კონფერენციები კლიმატის ცვლილების შესახებ. მზარდ სამეცნიერო მტკიცებულებებთან ერთად, ეს კონფერენციები დაეხმარა ამ საკითხისადმი საერთაშორისო ინტერესის გაზრდას. მონაწილეობდნენ მთავრობებიდან პოლიტიკის გამტარებლები, მეცნიერები, და გარემოს დამცველები. შეხვედრებზე განიხილებოდა სამეცნიერო და პოლიტიკური საკითხები და მოწოდება ერთობლივი ქმედებებისაკენ. კვანძითი მოვლენები იყო ვილაჩის კონფერენცია (the Villach Conference. October 1985), ტორონტოს კონფერენცია (the Toronto Conference. June 1988), ოტავას კონფერენცია (the Ottawa Conference. February 1989), ტატას კონფერენცია (the Tata Conference. February 1989), ჰააგის კონფერენცია და დეკლარაცია (the Hague Conference and Declaration. March 1989), ნოორდვიკის მინისტრთა კონფერენცია (the Noordwijk Ministerial Conference. November 1989), ქაიროს შეთანხმება (the Cairo Compact. December 1989), ბერგენის კონფერენცია (the Bergen Conference. May 1990) და მეორე მსოფლიო კლიმატის კონფერენცია (the Second World Climate Conference. November 1990).
  ამან ძლიერი ზეგავლენა მოახდინა როგორც პოლიტიკოსებზე, ასევე ფართო საზოგადოებაზე და შეამზადა საფუძვლები კლიმატის ცვლილების კონვენციის შესახაბ მოლაპარაკებებისთვის.


  კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათშორისო საბჭომ თავისი პირველი შეფასებითი ანგარიში გამოსცა 1990 წელს. 1988 წელს გაეროს გარემოს დაცვის პროგრამისა (United Nations Environment Programme - UNEP) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგნაზაციის (World Meteorological Organization - WMO) მიერ დაფუძნებულმა საბჭომ მიიღო მანდატი, შეეფასებინა კლიმატური სისტემისა და კლიმატის ცვლილების შესახებ არსებული ცოდნის დონე; კლიმატის ცვლილების გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური ზემოქმედება; და შესაძლო რეაგირების სტატეგიები. ზედმიწევნითი განხილვის პროცესის შემდეგ დამტკიცებულმა ანგარიშმა დაადასტურა კლიმატის ცვლილების სამეცნიერო მტკიცებულებები. 


  1990 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა დაწყება. კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციაზე უფლებამოსილთა სამთავრობათშორისო კომისია შეიკრიბა ხუთ სესიაზე 1991 წლის თებერვლიდან 1992 წლის მაისამდე პერიოდში. მკაცრად შეზღუდულებმა რიოს "მსოფლიო სამიტის" დაწყების თარიღით - 1992 წლის ივნისით, 150 ქვეყნიდან მოლაპარაკებაში მონაწილე პირებმა კონვენცია ზუსტად 15 თვეში დაასრულეს. კონვენცია მიღებულ იქნა ნიუ იორკში 1992 წლის 9 მაისს. 


1992 წელს რიო დე ჟანეიროში კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციას ხელი მოაწერა 154 სახელმწიფომ (დამატებული ევროკავშირი). სტოკჰოლმის 1972 წლის დეკლარაციიდან 20 წლის შემდეგ, პირველად ჩაუყარა რა საფუძვლები თანამედროვე გარემოსდაცვით პოლიტიკას, დედამიწის სამიტი გახდა სახელმწიფოთა მეთაურების ოდესმე ჩატარებულები შეხვედრებიდან უდიდესი. რიოში მიღებული სხვა დოკუმენტებია რიოს დეკლარაცია, დღის წესრიგი 21, ბიომრავალფეროვნების კონვენცია და ტყის კანონი. 


  კონვენცია ძალაში შევიდა 1994 წლის 24 მარტს. ეს მოხდა რატიფიკაციის 50-ე აქტის მიღებიდან 90 დღის შემდეგ (კონვენციის ხელმოწერის შემდგომ მთავრობამ უნდა მოახდინოს კონვენციის რატიფიკაცია). მომდევნო მნიშვნელოვანი თარიღი იყო 21 სექტემბერი, როცა განვითარებულმა ქვეყნებმა - კონვენციის მხარეებმა დაიწყეს ეროვნული შეტყობინებების წარდგენა, სადაც აღწერილი იყო მათი სტრატეგიები კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში. იმავდროულად უფლებამოსილთა სამთავრობათშორისო კომისიამ გააგრძელა მოსამზადებელი სამუშაოები, მომდევნო ექვს შეხვედრაზე ვადებულებების, ფინანსური მექანიზმებისათვის შეთანხმებების, განვითარებადი ქვეყნებისათვის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის და პროცედურულ და ორგანიზაციულ თემატიკასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. კომისიამ შეწყვიტა საქმიანობა ბოლო მე-11 სესიის შემდეგ 1995 წლის თებერვალში, და მხარეთა კონფერენცია გახდა კონვენციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო.

 

 

პარტნიორები