საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

სამეცნიერო და მეთოდოლოგიური საფუძვლები

 

კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათაშორისო ჯგუფის შესახებ 

 

გააცნობიერა რა კლიმატის შესაძლო გლობალური ცვლილების პრობლემა, მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (მმო) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამამ, 1988 წელს დაარსეს კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათაშორისო ჯგუფი [Intergovernmental Panel on Climatae Change (IPCC)], რომელიც ღიაა გაეროს და მმო-ს წევრი ყველა ქვეყნისთვის. ამჟამად 194 ქვეყანაა IPCC-ის წევრი. ათასობით მეცნიერი ყველა კონტინენტიდან IPCC-ში მუშაობს ნებაყოფლობით.
IPCC-ის როლი მდგომარეობს არსებული სამეცნიერო-ტექნიკური და სოლიალურ-ეკონომიკური ინფორმაციის ობიექტურად, ღიად და ტრანსპარენტულად შეფასებაში. IPCC არ აწარმოებს არც სამეცნიერო გამოკვლევებს, არც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მონაცემების ან სხვა შესაბამისი პარამეტრების მონიტორინგს. მისი შეფასებები დამყარებულია ძირითადად წარსულ გარე რეცენზირებებზე და გამოქვეყნებულ სამეცნიერო-ტექნიკურ ლიტერატურაზე.
IPCC-ის ძირითადი ამოცანაა რეგულარულად, გარკვეული ინტერვალებით გამოუშვას კლიმატის ცვლილების შესახებ შეფასებები. 

 


          სტრუქტურულად IPCC შეიცავს სამ მუშა ჯგუფს და ერთ მიზნობრივ ჯგუფს:

  • მუშა ჯგუფი I აფასებს კლიმატური სისტემის და კლიმატის ცვლილების მეცნიერულ ასპექტებს.
  • მუშა ჯგუფი II განიხილავს სოციალურ-ეკონომიკური და ბუნებრივი სისტემების მოწყვლადობის საკითხებს კლიმატის ცვლილების მიმართ, კლიმატის ცვლილების დადებით და უარყოფით შედეგებს და მათთან ადაპტაციის ვარიანტებს.
  • მუშა ჯგუფი III აფასებს სათბურის გაზების გაფრქვევების შეზღუდვის ვარიანტებს და ამით კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებას.
  • სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციების მიზნობრივი ჯგუფი პასუხს აგებს სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციების პროგრამაზე.

მთავრობები მონაწილეობას იღებენ განხილვის პროცესებში და პლენარულ სხდომებში, სადაც მიიღება ძირითადი გადაწყვეტილებები. 
სამეცნიერო და სამთავრობათაშორისო ხასიათის გამო IPCC გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა მიაწოდოს ზუსტი და დაბალასებული სამეცნიერო ინფორმაცია გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს. იწონებენ რა IPCC ანგარიშებს, მთავრობები აღიარებენ სამეცნიერო დასკვნებს. ამდენად, ორგანიზაციის მუშაობა არის პოლიტიკასთან შეხებაში, მაგრამ მაინც პოლიტიკისგან ნეიტრალური.
IPCC გამოსცა რიგი შეფასებითი ანგარიშებისა კლიმატის ცვლილების სამეცნიერო, ტექნიკური და სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების, კლიმატის ცვლილების პოტენციური ზემოქმედების, ადაპტაციისა და შერბილების შესახებ. ანგარიშები წარმოადგენს კლიმატის ცვლილების ყველაზე დეტალურ შეფასებას, რომელიც მზადდება ათასობით ავტორის, რედაქტორისა და რეცენზენტის მიერ ათეულობით ქვეყნიდან ათასობით სამეცნიერო კვლევის ციტირებით. ბოლო, მე-4 შეფასებითი ანგარიში გამოიცა 2007 წელს. ამჟამად დასრულების სტადიაშია მე-5 ანგარიში.

 

მე-4  შეფასებითი ანგარიში 

კლიმატის ცვლილება 2007: განმაზოგადოებელი ანგარიში 

სამუშაო ჯგუფი I : ფიზიკური სამეცნიერო საფუძვლები 

სამუშაო ჯგუფი I : რეზიუმე პოლიტიკოსებისათვის  (pdf) 

სამუშაო ჯგუფი II : ზემოქმედება, ადაპტაცია და მოწყვლადობა 

სამუშაო ჯგუფი III: კლიმატის ცვლილების შერბილება 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ   

 

 

 

 

 

პარტნიორები