საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

სუფთა განვითარების მექანიზმი

 

 

სუფთა განვითარების მექანიზმი განისაზღვრა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმის მე-12 მუხლით, რომლის თანახმადაც:                                                     სუფთა განვითარების მექანიზმის მიზანი უნდა იყოს დანართ 1-ში არჩართული მხარეების დახმარება მდგრადი განვითარებისა და კონვენციის საბოლოო მიზნების მიღწევაში; ასევე, მე-3 მუხლის შესაბამისად, დანართ 1-ში ჩართული მხარეების დახმარება გაწერილი ემისიის შეზღუდვისა და შემცირების ვალდებულებებთან თანხმობის მიღწევაში.


სუფთა განვითარების მექანიზმის თანახმად:


 (ა) დანართ 1-ში არჩართული მხარეები სარგებლობენ იმ მოგებით, რომელიც მიიღება ემისიის სერტიფიცირებული შემცირების მომტანი საპროექტო ღონისძიებებით; და
 (ბ) დანართ 1-ში ჩართულ მხარეებს უფლება აქვთ გამოიყენონ ემისიის სერტიფიცირებული, ასეთი საპროექტო ღონისძიებებიდან წილად რგებული შემცირებები მათი ემისიის შეზღუდვისა და შემცირების მე-3 მუხლის შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისას.
სუფთა განვითარების მექანიზმი (სგმ) საშუალებას აძლევს დანართ 1-ში არჩართულ მხარეს (მაგალითად საქართველოს) განახორციელოს თავის ქვეყანაში დანართ 1-ში ჩართულ მხარესთან (ვთქვათ დანიასთან) ერთად სათბურის გაზების ემისიის შემამცირებელი პროექტი. მასპინძელი მხარე მოგებული რჩება მისი ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პროექტის განხორციელებით, რომელიც სგმ გარეშე ვერ განხორციელდებოდა (ემისიების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, ე.წ. "ნახშირბადის კრედიტები" ფინანსურად სიცოცხლისუნარიანს ხდის პროექტს), განვითარებულ ქვეყანას კი გადაეცემა შემცირებული ემისიების გარკვეული ნაწილი, რაც ამ ქვეყანას ჩაეთვლება კიოტოს ოქმით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილის შესრულებაში. შესაძლებელია ასევე იუნილატერული სგმ მიდგომა (Unilateral CDM), როცა სგმ პროექტი ხორციელედება მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის მიერ (უცხოელი პარტნიორის გარეშე).

 

 

პარტნიორები