საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ტყე და ბიომრავალფეროვნება

 

 

 

 

ტყე 

 

 

დედამიწაზე არსებულ ბუნებრივ სიმდიდრეებში ტყეს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

 

ტყე არის გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, იმ  ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად  და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.

 

ტყეს ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ის გავლენას ახდენს ჟანგბადის და ნახშირბადის ბალანსზე (მსოფლიოს ტყეების დიდი რეგიონები „გამოიმუშავებენ“ ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 50 %-ს). ტყე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეკოლოგიური წონასწორობისა ბიოსფეროში, უდიდესი დამგროვებელი მზის ენერგიისა და ბიოლოგიური მასისა.

 

ტყე ამავდროულად არის ბიოსფეროს მნიშვნელოანი შემადგენელი ნაწილი, გეოგრაფიული ლანდშაფტის ელემენტი. ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, იცავს ნიადაგს ეროზიისაგან, დადებითად მოქმედებს ჰაერის მასების მოძრაობაზე და ტემპერატურაზე, არის  წყარო მრავალფეროვანი ძვირფასი ნედლეულის.

 

 

 

 

ბიომრავალფეროვნება                                                              

                                                                                             

 

სახეობების, ეკოსისტემებისა და გენების მრავალფეროვნება მრავალი პირდაპირი და არაპირდაპირი სარგებლის საფუძველია, რომელთაც ვიღებთ ბუნებისგან. საქართველოს მდიდარი ფლორა და ფაუნა, მრავალფეროვანი ლანდშაფტები ჩვენი ბუნებრივი კაპიტალია, რომელზეც დამოკიდებულია ადამიანთა კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა და ქვეყნის განვითარება ტურიზმის, სატყეო მეურნეობის, სოფლის მეურნეობის, თევზჭერის, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებებით.

 

საქართველო, როგორც კავკასიის ნაწილი, აღიარებულია ბიომრავალფეროვნების  მხრივ ერთ-ერთ განსაკუთრებულ რეგიონად - ბიომრავალფეროვნების „ცხელ წერტილად“, რომლის ბუნებაც გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნების, ენდემიზმის მაღალი დონით და გლობალური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემებით.

 

ტყეები საქართველოსა და ზოგადად, კავკასიის ბიომრავლფეროვნების კონსერვაციისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოსისტემებია. ტყის საფარი ქვეყნის 2822.4 კმ2 ფართობზე ვრცელდება და საერთო ტერიტორიის დაახლოებით  40.5%-ს შეადგენს. საქართველოში დაახლოებით 60 000 ჰექტარი ფართობი დაფარულია ხელოვნურად გაშენებული ტყეებით. ეს ტყეები ნაწილობრივ მოიცავს უცხო და გარემოსთან არაადაპტირებულ სახეობებს (მაგ: შავი ფიჭვი), რომლებიც ერთგვაროვან კორომებს ქმნიან. ეს მონოკულტურები გაცილებით ღარიბია ბიომრავალფეროვნების მხრივ, ვიდრე ბუნებრივი ტყეები, რომლებიც ადგილობრივი სახეობებისგან შედგება.

 

დაცული ტერიტორიები ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საკვანძო ინსტრუმენტია. რაც უფრო დიდია დაცული ტერიტორიების ფართობი, მით უკეთესი პირობებია შექმნილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და ჰაბიტატების დღეისათვის დაცული ტერიტორიების წილი ქვეყნის ფართობის 9%-ს მიუხლოვდა.

 

 

               

                    

 

 

 

პარტნიორები