საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

წყლის მონიტორინგი

 

 

 

ინფორმაცია მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის შესახებ

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტში მომზადდა ანგარიში - ჰიდრომონიტორინგული ბიულეტენი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი წყლების რეჟიმის შესასწავლად ალაზნის არტეზიული აუზის ფარგლებში ახლად ორგანიზებული მონიტორინგული ქსელის ჭაბურღილებიდან ავტომატურ უწყვეტ რეჟიმში მიღებული მონაცემების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას. ჰიდრომონიტორინგული ბიულეტენი შედგენილია ჯერ მხოლოდ ალაზნის არტეზიული აუზის ფარგლებში მოწყობილი და განახლებულ ჰიდრომონიტორინგულ ქსელში ჩართული 16 წყალპუნქტიდან მიღებული მიწისქვეშა მტკნარი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების  საფუძველზე, 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით (2016 წლისათვის ქვეყნის მასშტაბით განახლებულ ჰიდრომონიტორინგულ ქსელში ჩართულია 34 ჭაბურღილი).

ჰიდრომონიტორინგული ბიულეტენი შედგება ორი ტომისაგან.

I ტომი მოიცავს ინფორმაციას საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი წყლების განახლებული მონიტორინგული ქსელის დასაკვირვებელი წყალპუნქტების ავტომატური გამზომი აპარატურით აღჭურვის მიმდინარეობის და უწყვეტ რეჟიმში გადმოცემული პარამეტრების შესახებ.

II ტომში მთლიანად თავმოყრილია მხოლოდ სახელმწიფო საყრდენი ქსელის დასაკვირვებელ წყალპუნქტებზე გასულ საუკუნეში განხორციელებული რეჟიმული კვლევების შედეგების ამსახველი ტექსტური და გრაფიკული დანართები.

განახლებული ჰიდრომონიტორინგული კვლევების შედეგად შესაძლებელი გახდა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაწყებული და 90-იან წლების დასაწყისში ქვეყანაში განვითარებული არამდგრადი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო შეწყვეტილი მიწისქვეშა მტკნარი წყლების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მდგომარეობაზე რეგულარული რეჟიმული დაკვირვებების გაგრძელება (1990 წელს საქართველოს სახელმწიფო საყრდენ ქსელზე დასაკვირვებელი წყალპუნქტების საერთო რაოდენობა, საერთაშორისო ჰიდროგეოლოგიური პროგრამის წყალპუნქტების ჩათვლით იყო 493 ერთეული), რის საფუძველზეც მიმდინარეობს რეჟიმულ მონაცემთა ბაზის განახლება-შევსება, რომელთა ანალიზის შედეგად, მომავალში საკმაო მასალების დაგროვების პირობებში მოხდება ჰიდროდინამიკური და ჰიდროქიმიური პარამეტრების და მახასიათებლების ცვლილებების კანონზომიერებების გამოვლენა-დადგენა, აგრეთვე ჰიდროგეოლოგიური მოკლე და (ან) გრძელვადიანი პროგნოზების შედგენა, რაც უდაოდ ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა.

 

ანგარიშის სრული ვერსიის გაცნობა შესაძლებელია გარემოს ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში.

 

 

ჰიდრომონიტორინგული საინფორმაციო ბიულეტენი საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ ალაზნის არტეზიული აუზის ფარგლებში 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით

 

 

 

 

ინფორმაცია ზედაპირული  წყლების მონიტორინგის შესახებ

 

 

აღებულ  წყლის სინჯებში  ისაზღვრებოდა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, მთავარი იონები, ბიოგენური ნაერთები, ჟანგბადის ბიოლოგიური მოხმარება, pH, სინთეტიკური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, მძიმე ლითონები და სხვა. ზოგიერთ სინჯში დგინდებოდა ასევე მიკრობიოლოგიური დაბინძურებაც.

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემები  -  2015 წელი

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემები  -  2014 წელი

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემები  -  2013 წელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პარტნიორები