საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

რატომ ჩვენთან ?!

 

 

რატომ ჩვენთან ?!

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აღიარებს, რომ მისი თანამშრომლები არიან ძირითადი დაინტერესებული პირები, წარმოადგენენ სამინისტროს და არიან ორგანიზაციის ყველაზე ძლიერი ადვოკატები. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ხელს უწყობს მათი ორგანიზაციულ ცხოვრებაში ჩართულობის ისევე, როგორც სამუშაოთი კმაყოფილების დონის ამაღლებას, ყველა თანამშრომელს თავს აგრძნობინებს სამინისტროს ნაწილად და დაფასებულად ორგანიზაციის მიერ.

ამასთან თითოეულმა უნდა გაიაზროს ის პასუხისმგებლობები, რაც მათ კოლეგებთან კომუნიკაციის დროს უნდა ჰქონდეთ, რათა ჩამოყალიბდეს ნდობის ატმოსფერო.

 

 

          სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის:

 

  • სათანადო ინფორმირებას - თითოეული თანამშრომელი ნათლად უნდა აღიქვამდეს როგორც სამინისტროს მოლოდინებს მის მიმართ, ისე საკუთარი საქმიანობის მნიშვნელობას სამინისტროს საერთო მიზნების მიღწევაში;

 

  • ჩართულობას - თანამშრომლებს  უნდა ჰქონდეთ სურვილი და შესწევდეთ ძალა, რომ იყვნენ აქტიურად ჩართულნი სამინისტროს მუშაობის გაუმჯობესებაში, ზრუნავდნენ საერთო მიზნის მიღწევაზე და გრძნობდნენ თავს ერთი გუნდის წევრებად;

 

  • სიამაყის შეგრძნების ხელშეწყობას - თანამშრომლები უნდა გრძნობდნენ სიამაყეს იმ ორგანიზაციასთან ასოცირების გამო, სადაც მუშაობენ, აგრეთვე საკუთარი მიღწევების, ყოველდღიური სამუშაოსა და დავალებების მიმართ.

 

გუნდური ღონისძიებები წარმოადგენს არა მხოლოდ თანამშრომელთა დაახლოების მექანიზმს, არამედ ინფორმაციის გაცვლის, საერთო ღირებულებების გაზიარებისა და გამყარების საშუალებასაც. შესაბამისად, სამინისტროს მიერ, მსგავსი აქტივობები წახალისებულია სხვადასხვა ფორმით. იქნება ეს სპორტული და გარემოს დაცვითი აქტივობები თუ პერიოდული გასვლითი ღონისძიებები, გუნდური სულისკვეთების ამაღლების მიზნით.

 

             ძირითადი გზავნილები:

 

             სამინისტროს სჭირდები შენ!

 

             შენი აზრი მნიშვნელოვანია!

           

             ყოველდღიური სწავლა აუცილებელია!

 

             შენი წინსვლა ჩვენი წარმატებაა!

 

             გუნდური მუშაობა აუცილებელია!

             

             ახალი ტექნოლოგიები აუცილებელია განვითარებისთვის!

             

             ცოდნით ვაძლიერებთ ერთმანეთს!

             

             ისწავლე, შექმენი, გაუზიარე!

 

             შეცვალე აწმყო, გაიუმჯობესე მომავალი!

 

             ცვლილება იწყება შენით!

 

             ჯანსაღი ცხოვრების სტილი „ბუნებ“რივია!

 

             მე მენტორი  ვარ, მე ვქმნი სამინისტროს მომავალს!

 

 

 

 

 

პარტნიორები