საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

სტაჟირება

 

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურესბის დაცვის სამინისტროში სტაჟირების მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ხელშეწყობა.

 

სტაჟირება წარმოადგენს სწავლების მეთოდს, რაც მოიცავს ცოდნისა და თეორიის შერწყმას პრაქტიკასა და კონკრეტულ უნარ-ჩვევებთან. სტაჟირება ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ხარისხიანი, პრაქტიკული ცოდნა ისეთ დარგებში, რომელთაც ისინი მიიჩნევენ თავიანთი კარიერული განვითარების სფეროდ. თავის მხრივ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეძლევა საშუალება გაზარდოს და მართოს შესაფერისი ტალანტები, შეაფასოს და ეფექტურად გამოიყენოს ისინი. სტაჟიორებს მოაქვთ ახალი პერსპექტივები, კონცეფციები, იდეები, ისინი პრობლემის გადაჭრის ინოვაციური გზების ინიციატორები შეიძლება იყვნენ.

 

 

როგორ გავიარო სტაჟირება სამინისტროში?

 

სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება ან სწავლობს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელ კურსზე  და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

 

 

           საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სტაჟიორად პირი მიიღება:

 

  •  კონკურსის წესით - კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა სსოპ ,,საჯარო სამსახურის ბიურო“-ს ვებგვერდზე (www.hr.gov.ge)  დარეგისტრირება და  ელექტრონული ფორმით განაცხადის წარდგენა;

 

  •  დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, კონკურსის გავლის გარეშე;

 

  • სახელმწიფო პროგრამის საშუალებით - ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწოფო პროგრამის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სსიპ ,,საჯარო სამსახურის ბიურო“-ს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ( www.stajireba.gov.ge )განთავსებულ სასურველ პოზიციაზე განაცხადის რეგისტრაციის მეშვეობით.


სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს ერთი წლის ვადით, რის თაობაზეც  ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი.

 

 

 

სად  ვნახო ინფორმაცია სამინისტროში სტაჟირების თაობაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ?

 

კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე:  www.moe.gov.ge  და სსიპ ,,საჯარო სამსახურის ბიურო“-ს ვებგვერდზე www.stajireba.gov.ge

 

 

ბრძანება  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

 

 

 

დაიწყე კარიერა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებიოს დაცვის სამინისტროში!

გისურვებთ წარმატებას! 

 

 

პარტნიორები