საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ხშირად დასმული კითხვები

  • ვინ ატარებს გასაუბრებას?

       

       

      კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად,  დაწესებულებაში იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

      კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. 

      კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის წევრებისა და მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრების, დამოუკიდებელი სპეციალისტებისაგან (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი შესაბამის დაწესებულებასთან) და ასევე, შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისათვის პასუხისმგებელი პირები.

       

       

       

  • როგორ ხდება კონკურსის შედეგების გასაჩივრება?

       

       

      კონკურსანტს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ - სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.

       

       

       

  • როგორია შერჩევის პროცედურები?

       

       

      კონკურსს ატარებს შესაბამისი დაწესებულების კომისია. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:      

            

      ა) განცხადების გადარჩევა

      ბ) წერითი დავალება

      გ) ტესტირება

      დ) გასაუბრება

       

      განცხადების გადარჩევა (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება), კომისიის დავალებით და მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, უზრუნველყოს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელმა პირ(ებ)მა ან სამდივნომ, რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით.

      კონკურსის პროგრამას, ეტაპებს, პირობებს, შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

       

       

       

  • როგორ გავაკეთო ვაკანსიაზე განაცხადი?

       

       

      კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა სსიპ ,,საჯარო სამსახურის ბიურო“-ს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www. hr.gov.ge) დარეგისტრირება და ელექტრონული ფორმით განაცხადის წარდგენა სასურველ ვაკანსიაზე.

       

       

       

  • როგორ დავიწყო მუშაობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში?

       

       

      ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, მოხელე ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის წესით, ამავე  კანონის 31-ე მუხლის თანახმად, კონკურსი მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება სსიპ ,,საჯარო სამსახურის ბიურო“-ს  ვებგვერდზე;

       

      კანდიდატმა მისთვის სასურველ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სსიპ ,,საჯარო სამსახურის ბიურო“-ს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) დარეგისტრირების შემდეგ უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით განაცხადი.

       

       

       

 

 

პარტნიორები