საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

27 ივნისი 2016 | გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში

პროექტის მიზანს წარმოადგენს ყველა მოთხოვნის შესრულება, რათა მიღწეულ იქნას "რიოს კონვენციის" რატიფიცირება. პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ამოცანაა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ასევე სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინდივიდუალური და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესებისათვის კოლაბორაციული გარემოსდაცვითი მართვის ჩამოყალიბების მიზნით. პროექტის ფარგლებში, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი და ძირითადი პარტნიორია. ცენტრში განთავსდება სისტემები და ცენტრი გამოყოფს საჭირო შრომით რესურსებს პროექტის წარმატების უზრუნველსაყოფად.

 

პროექტი 

 

 

პარტნიორები