საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

05 ივლისი 2016 | იაპონიის არასაპროექტო საგრანტო დახმარება იაპონური მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქციის მოწოდების მიზნით

არასაპროექტი გრანტის მიზანია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საქართველოს მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობა და სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული აღჭურვილობის შესყიდვა, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას როგორც გარემოს დაბინძურების მონიტორინგის კუთხით, ისე ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების კუთხით. გრანტით გათვალისწინებულია იაპონური მცირე და საშუალო საწარმოების (SME) პროდუქციის შესყიდვა („იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის“ მიერ) და და შესაბამისი კონტრაქტორების მიერ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდება სააგენტოს მონიტორინგის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, კეროდ მოწოდებული იქნება ლაბორატორიული და საველე აღჭურვილობა. გრანტით გათვალისწინებულია იაპონური მცირე და საშუალო საწარმოების (SME) პროდუქციის შესყიდვა „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის“ მიერ და შესაბამისი კონტრაქტორების მიერ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის მოწოდება სააგენტოს მონიტორინგის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, კეროდ: - 3 მონიტორინგის სადგური ქ. თბილისის ჰაერის დაბინძურების მონიტორინგისთვის; - ავტომატური საზღვაო მეტეოროლოგიური სადგური ქ. ბათუმში; - მდინარის/წყლის დონის დაკვირვების სისტემა; - ლაბორატორიული და საველე აღჭურვილობა.

 

პროექტი 

 

 

პარტნიორები