საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

03 თებერვალი 2017 | საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვა ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით

 

პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 4,064 ჰექტარი დეგრადირებული საძოვრების რეაბილიტაცია, 300 ჰექტარის ფართობზე გადასარეკი ტრასის რეაბილიტაციის მეთოდების შემუშავება და დედოფლისწყაროს რაიონში ფერმერების/მეცხვარეებისათვის მდგრადი საძოვრის მართვის პრაქტიკის დანერგვა და განხორციელება. ეს მიღწეული იქნება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფარგლებსა და შემოგარენში სხვადასხვა დონის დეგრადირებულ საძოვრებზე ღონისძიებების გატარებით, რომელიც მოიცავს:

 

ა) საძოვრების რეაბილიტაციას

ბ) მიწის რესურსების მდგარდი მართვის პრაქტიკის დანერგვას 

გ) ფერმერების მდგრადი საარსებო წყაროს გაუმჯობესებას. 

 

პროექტი 

 

 

პარტნიორები