საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

03 თებერვალი 2017 | სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (ENPI FLEG II)

პროექტის აღწერა: სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (ENPI FLEG II), (2012-2016, 9 მილიონი ევრო), წარმოადგენს სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამის პირველი ფაზის (ENPI FLEG I) გაგრძელებას და მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვისა და მისი დაცვის ხელშეწყობას ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცულ აღმოსავლეთის რეგიონში. კერძოდ, პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს მონაწილე ქვეყნებს: 2005 წლის პეტერბურგის მინისტერიალის შეხვედრაზე ხელმოწერილი ENA-FLEG-ის დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შემდგომ განხორციელებასა და FLEG I პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატებების გავრცობაში; მდგრადი სატყეო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, მათ შორის ტყის მდგრადი მართვისა და ტყის დაცვის პოტენციალის გაზრდისაკენ მიმართული სამართლებრივი დაადმინისტრაციული რეფორმების გატარებაში; შერჩეულ უბნებში ტყის მართვის საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრირებაში მისი შემდგომი რეპლიკაციის მიზნით.

 

პროექტი 

 

 

პარტნიორები