საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

13 ოქტომბერი 2017 | ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება „მინამატას კონვენციის“ რატიფიკაციის მიზნით

პროექტის მიზანი იყო „ვერცხლისწყლის პირველადი შეფასება, რაც საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა მისცა, დაადგინოს სახელმწიფოს მოთხოვნები და საჭიროებანი „მინამატას კონვენციის“ რატიფიკაციისთვის და ქვეყანაში შექმნას საფუძველი იმისა, რომ დაიწყოს მისი აღსრულებისათვის საჭირო სამუშაოები“. პროექტის მიზნის მიღწევის ინდიკატორად ორი ძირითადი კომპონენტი გამოიყენებოდა: 

1. „მინამატას კონვენციის“ რატიფიცირებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესის სწორად წარმართვა - უზრუნველყო ისეთი წინაპირობები, როგორიცაა გადაწყვეტილების მიმღები  ქმედითი  სახელმწიფო  სტრუქტურა, პოლიტიკისა  და  სამართლებრივი  ნორმების შეფასება, უწყებრივი და კომპეტენციის საჭიროებათა დადგენა კონვენციის აღსასრულებლად და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება გარემოსა და ჯანმრთელობაზე ვერცხლისწყლის ზემოქმედების შესახებ; 
 
2. ვერცხლისწყლის მარაგების შესახებ ეროვნული ანგარიშისა და შეფასების პირველადი ანგარიშის შექმნა - განამტკიცა სახელმწიფოს უნარი ვერცხლისწყლის ინვენტარიზაციისთვის და ქვეყანაში არსებული ვერცხლისწყლის შესახებ ანგარიშის შესაქმნელად კონვენციის რატიფიკაციისა და აღსრულების მიზნით. 

 

პროექტი

 

 

პარტნიორები