საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

მიმდინარე პროექტები

 

სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო დონორ და განმახორციელებელ ორგანიზაციასთან, რომელთა მხარდაჭერითაც ამჟამად მიმდინარეობს 60-ზე მეტი პროექტი შემდეგი მიმართულებებით:

  • ატმოსფერული ჰაერის დაცვა;

  • წყლის რესურსების მართვა;

  • მიწის რესურსების მართვა;

  • ნარჩენები და ქიმიური ნივთიერებები;

  • ბიომრავალფეროვნების დაცვა;

  • კლიმატის ცვლილება;

  • ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეები;

  • ტყის რესურსების მართვა;

  • დაცული ტერიტორიები;

  • ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება;

  • გარემოსდაცვითი მმართველობა;

  • მწვანე ეკონომიკა;

  • ურთიერთგადამკვეთი საკითხები.

 

სამინისტროს ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან და ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), ევროკავშირი (EU), ჩეხეთის მთავრობა, გერმანიის მთავრობა, მონრეალის ოქმის განმახორციელებელი მრავალმხრივი ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მსოფლიო ბანკი (WB), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA)  და სხვა. საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით და სამინისტროს კოორდინაციით ხორციელდება მთელი რიგი ინიციატივებისა, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევაში.  

 

 

 

 

პარტნიორები