საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

საზოგადოებასთან ურთიერთობა

          საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

 

  • საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობის და ამ სფეროში საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
  • საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობისა და გარემოსდაცვით სფეროში მისაღები გადაწყვეტილებების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებთან შესაბამისი შეხვედრების ორგანიზება;
  • სამინისტროს ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

   

          სამსახურის უფროსი: ეკატერინე ბენდელიანი         

          ტელ:  (995 32)  2 72  72  34  

          ელ-ფოსტა: pr@moe.gov.ge

 

 

პარტნიორები