საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

13 დეკემბერი 2016 | ,,ნუ მოჭრი-მორთე" კამპანიის ფარგლებში პსპ-მ ნაძვის ხე მორთო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ახალი კამპანია - „ ნუ მოჭრი - მორთე “ დაიწყო.

კამპანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. სამინისტროს ინიციატივას კერძო კომპანიები შემოუერთდნენ.

დღეს მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი ხის მორთვა, პირველებმა სააფთიაქო ქსელის პსპ-ს წარმომადგენლებმა დაიწყეს. კამპანიას უკვე შემოუერთდა 10 კერძო კომპანია, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეებს საახალწლოდ გააფორმებენ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, გააძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდება შესაბამისი ზომები.

#ნუმოჭრიმორთე #GeorgianChristmasTree

 

 

პარტნიორები