საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

20 დეკემბერი 2016 | "ნუ მოჭრი - მორთე" კამპანიას ჯეოსელი შეუერთდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ახალი კამპანია - „ ნუ მოჭრი - მორთე “ დაიწყო.

 

კამპანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. სამინისტროს ინიციატივას კერძო კომპანიები შემოუერთდნენ.

 

დღეს კომპანია ჯეოსელის მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი ხე კომპანიის თანამშრომლებმა მორთეს.

 

კამპანიას უკვე შემოუერთდა 10 კერძო კომპანია, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეებს საახალწლოდ გააფორმებენ.

 

 

პარტნიორები