საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

27 დეკემბერი 2016 | ბაგა-ბაღების აღსაზრდელები კამპანიას ,,ნუ მოჭრი-მორთე" შეუერთდნენ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანია - „ნუ მოჭრი - მორთე“ დაიწყო.

კამპანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.

დღეს, კამპანიის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა, თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებთან ერთად, ალექსანდროვის ბაღში ნაძვის ხე მორთეს. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

აღნიშნულ კამპანიას უკვე შემოუერთდა 10 კერძო კომპანია, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეებს საახალწლოდ გააფორმებენ.

 

 

პარტნიორები