საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

27 დეკემბერი 2016 | კამპანიას „ნუ მოჭრი-მორთე“ კომპანია Gulf-ი შეუერთდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კამპანიის ფარგლებში ,,ნუ მოჭრი-მორთე", კომპანია Gulfi-ის თანამშრომლებმა, შვილებთან ერთად, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვის ხე მორთეს.

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. სამინისტროს ახალი კამპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.

 

სამინისტროს ინიციატივას უკვე შეუერთდა 10 კერძო კომპანია, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეებს საახალწლოდ გააფორმებენ.

 

 

 

 

პარტნიორები