საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

28 დეკემბერი 2016 | კამპანიას „ნუ მოჭრი-მორთე“ კომპანია ,,ბორჯომი" შეუერთდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კამპანიის ფარგლებში „ნუ მოჭრი - მორთე", კომპანია ,,ბორჯომის" წარმომადგენლებმა, ბორჯომის ტრენინგცენტრის მოსწავლეებთან ერთად, ბუნებრივი ნაძვის ხე მორთეს.

 

ნაძვის ხე ქ.ბორჯომის პარკში, ბავშვებმა მათივე მოხატული სათამაშოებით მორთეს.

 

სამინისტროს ახალი კამპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. სამინისტროს ინიციატივას უკვე შეუერთდა 10 კერძო კომპანია, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეებს საახალწლოდ გააფორმებენ.

 

#ნუმოჭრიმორთე #GeorgianChristmasTree

 

 

პარტნიორები