საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

29 დეკემბერი 2016 | კამპანიას ,,ნუ მოჭრი-მორთე" კომპანია ,,თელიანი ველი" შეუერთდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კამპანიის ფარგლებში ,,ნუ მოჭრი-მორთე", კომპანია ,,თელიანი ველის" თანამშრომლებმა, რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხე მორთეს.

სამინისტროს ახალი კამპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.

სამინისტროს ინიციატივას უკვე შეუერთდა 10 კერძო კომპანია, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეებს საახალწლოდ გააფორმებენ.

 

 

პარტნიორები