საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

14 ივნისი 2017 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი, შპს „არ ემ ჯი აურამაინ“-ის „ბექტაქარის ოქრო-პოლიმეტალური საბადოს მიწისქვეშა წესით დამუშავებისათვის საჭირო 27300 მ3 მოცულობის წყალსაცავის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო

დაგეგმილი საქმიანობის  დასახელება: წყალსაცავის (10 000 კუბ.მ-ისა და მეტი მოცულობის) მოწყობა

 

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „არ ემ ჯი აურამაინ“

 

დაგეგმილი საქმიანობის  განხორციელების ადგილი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ფერთაკარის მიმდებარედ

 

დაგეგმილი საქმიანობის  საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2017 წელი, 4 აგვისტო, 15:00 საათი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა, მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქ. №106.

 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და კომენტარები შეგიძლიათ მიაწოდოთ შპს „არ ემ ჯი აურამაინ“-ს ადმინისტრაციას არაუგვიანეს 2017 წლის 27 ივლისისა, მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქუჩა III შესახვევი №1, საკონტაქტო პირი: ნინო გურამიშვილი, ტელ.: +995 (599) 92-00-51.

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წინასწარი ვერსია და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

 

  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. N6; ტელ.: +995 (032) 272-72-60;
  • შპს „არ ემ ჯი აურამაინ“-ის ოფისი, ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქუჩა III შესახვევი №1.

 

გზშ ანგარიშის წინასწარი ვერსია

არატექნიკური რეზიუმე

ტექნიკური რეზიუმე

 

 

პარტნიორები