საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

11 აგვისტო 2017 | საბადოს დამუშავების პროექტი

კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის მიზნით, სამინისტროში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამთო - მოპოვებითი სექტორის პოლიტიკისა და რეგულირების ფართომასშტაბიანი რეფორმა. აღნიშნული მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ს სატყეო სამსახურთან (USFS), რომლის მხარდაჭერით, მიმდინარეობს მუშაობა საბადოს დამუშავების პროექტის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის მოსამზადებლად, რომელიც მოიცავს ასევე, რეკულტივაციას.


ამ ეტაპზე, აშშ-ს სატყეო სამსახურის მიერ სამინისტროს სპეციალისტების აქტიური ჩართულობით მომზადებულია ზემოაღნიშნული პროექტის სკოპინგის დოკუმენტი (შესაბამისი დანართებით და პრეზენტაციებით).

 

ქართული ვერსია

ინგლისური ვერსია

 

გთხოვთ, 2 კვირის ვადაში წარმოგვიდგინოთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები (შენიშვნების მოწოდების ინსტრუქცია, ასევე მოცემულია მითითებულ გვერდზე).

 

 

პარტნიორები