საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

14 ნოემბერი 2017 | შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წარმოგიდგენთ შპს ”ს.ს.თ"-ზე, თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით, ნადარბაზევის ტბაზე გაცემული თევზჭერის ლიცენზიის (№1000014) პირობების შესაბამისად შემუშავებულ, შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის პროექტს, საჯარო განხილვისათვის.

 

გთხოვთ, შენიშვნები და წინადადებები წერილობით წარადგინოთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში 2017 წლის 29 ნოემბრამდე.

 

შიდა წყალსატევებისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (მისამართი: გულუას #6) 2017 წლის 5 დეკემბერს.

 

თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმა

რუკები

 

 

 

პარტნიორები