საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

06 დეკემბერი 2017 | კასპის მუნიციპალიეტში, შპს „ჰადელბერგცემენტ ჯორჯიას“ კასპის ცემენტის ქარხნის 110/6 კვ ქვესადგურის მიმდინარე საქმიანობის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების გეგმა-გრაფიკის საჯარო განხილვა

დაგეგმილი საქმიანობის  დასახელება: მაღალი ძაბვრის (110 კვტ-ისა და მეტი) ქვესადგურის განთავსება

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“

დაგეგმილი საქმიანობის  განხორციელების ადგილი: ქ. კასპი, ფარნავაზის ქ. № 2

საწარმოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების გეგმა-გრაფიკის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2018 წელი, 15 იანვარი, 15:00 საათი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შენობა, მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ. №6.

საწარმოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშსა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების გეგმა-გრაფიკთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და კომენტარები შეგიძლიათ მიაწოდოთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2018 წლის 4 იანვრამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გულუას ქ. №6.

საწარმოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებითხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. №6; ტელ.: +995 (32) 272-72-60.

 


ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში

გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი

 

 

 

 

 

პარტნიორები