საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

05 იანვარი 2018 | დმანისის მუნიციპალიტეტში, შპს „RMG GOLD”-ის „საყდრისის“ გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის (მოედნის გაფართოვება)” პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

დაგეგმილი საქმიანობის  დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „RMG GOLD”

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია

დაგეგმილი საქმიანობის  საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2018 წელი, 20 თებერვალი, 15:00 საათი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, მისამართი:  ქ. დმანისი, წმ. ნინოს ქუჩა  №41.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და კომენტარები შეგიძლიათ მიაწოდოთ  შპს RMG GOLD”-ის ადმინისტრაციას არაუგვიანეს 2018 წლის 9 თებერვლისა, მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, III - შესახვევი,  საკონტაქტო პირი: მიხეილ კვარაცხელია, ტელ: +995 (599) 58-44-22.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წინასწარი ვერსია და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. №6; ტელ.: +995 (032) 272-72-60;
  • შპს „RMG GOLD”-ის ოფისი, ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, III - შესახვევი;
  • შპს „RMG GOLD”-ის ბოლნისის ოფისი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთი;
  • დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, ქ. დმანისი, წმ. ნინოს ქუჩა  №41;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №106.

გზშ ანგარიშის წინასწარი ვერსია

არატექნიკური რეზიუმე

ტექნიკური რეზიუმე

 

 

 

 

პარტნიორები