საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

05 იანვარი 2018 | ონის მუნიციპალიტეტში, სს „ონის კასკადი“ „ონის ჰესების კასკადის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

დაგეგმილი საქმიანობის  დასახელებაჰიდროელექტროსადგურის (2 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) განთავსება

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი:  სს „ონის კასკადი“

დაგეგმილი საქმიანობის  განხორციელების ადგილი: ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია

დაგეგმილი საქმიანობის  საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2018 წელი, 19 თებერვალი, 14:00 საათი, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, მისამართი: ქ. ონი, დ. აღმაშენებლის მოედანი №1.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და კომენტარები შეგიძლიათ მიაწოდოთ  გარემოსდაცვით საკონსულტაციო ორგანიზაცია შპს „გამა კონსალტინგს“ არაუგვიანეს 2018 წლის 9 თებერვლისა, მისამართზე: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. №17ა, საკონტაქტო პირი: ჯუღული ახვლედიანი,  ტელ: +995 (032) 260-15-27, ელ. ფოსტა: j.akhvlediani@gamma.ge

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წინასწარი ვერსია და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. N6; ტელ.: +995 (032) 272-72-60;
  • ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, ქ. ონი, დ. აღმაშენებლის მოედანი №1;
  • გარემოსდაცვითი საკონსულტაციო ორგანიზაცია შპს „გამა კონსალტინგის“ ოფისი, ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. №17ა.

გზშ ანგარიშის წინასწარი ვერსიის ნახვა

არატექნიკური რეზიუმის ნახვა

ტექნიკური რეზიუმის ნახვა

 

 

 

პარტნიორები