საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

05 იანვარი 2018 | ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შპს „GIEC“-ის „ბჟუჟა 2“ „ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

დაგეგმილი საქმიანობის  დასახელებაჰიდროელექტროსადგურის (2 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) განთავსება

 

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი:  შპს „GIEC“

 

დაგეგმილი საქმიანობის  განხორციელების ადგილი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია

 

დაგეგმილი საქმიანობის  საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2018 წელი, 20 თებერვალი, 14:00 საათი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა, მისამართი: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. №1.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და კომენტარები შეგიძლიათ მიაწოდოთ  შპს „GIEC“-ის ადმინისტრაციას არაუგვიანეს 2018 წლის 10 თებერვლისა, მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. №18, საკონტაქტო პირი:  დავით ჩაჩხიანი,  ტელ: +995 (555) 22-22-44.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წინასწარი ვერსია და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. N6; ტელ.: +995 (032) 272-72-60;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა, ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. №1;
  • შპს „GIEC“-ის ოფისი, ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. №18;
  • გარემოსდაცვითი საკონსულტაცია ორგანიზაცია შპს „აი-ეს-ჯი კომპანის“ ოფისი, ქ. თბილისი, ლებანიძის ქ. №12.

გზშ ანგარიშის წინასწარი ვერსიის ნახვა

არატექნიკური რეზიუმის ნახვა

ტექნიკური რეზიუმის ნახვა

 

 

 

პარტნიორები