Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 კოლხეთის ეროვნული პარკში საგამოფენო დარბაზი გაიხსნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

09 აგვისტო 2016 | კოლხეთის ეროვნული პარკში საგამოფენო დარბაზი გაიხსნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად, კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტორთა ცენტრში ახლადგახსნილი საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა. 

საგამოფენო დარბაზში ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ ადგილობრივი იხტიოფაუნის ნიმუშებს და მიიღონ ინფორმაცია კოლხეთის ეროვნული პარკის მნიშვნელობის, მისი ბიომრავალფეროვნების, ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული სერვისების შესახებ. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ორი სათევზაო ადგილიც მოეწყო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა ადაპტირებული. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. 

პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებასა და ეკო-საგანმანათლებლო და სანაოსნო ტურებს სთავაზობს. საგამოფენო დარბაზი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო.

#გარემოსდაცვა2016 #დაცულიტერიტორიები2016

 

 

პარტნიორები