საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

07 იანვარი 2017 | „რეას“ ბენეფიციარებს გიგლა აგულაშვილმა შობა-ახალი წელი მიულოცა

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სოციალური ინტეგრაციის ცენტრს „რეა“ სტუმრობდა.

 

ცენტრი განვითარების თავისებურებების მქონე ახალგაზრდებს აერთიანებს. მინისტრმა მათ შობის დღესასწაული მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, სოციალური ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარები გასული წლის განმავლობაში არაერთ გარემოსდაცვით ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას.

 

ინტეგრაციის ცენტრში საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია - „ჩვენი სამყარო“ გაიმართა. გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, სოციალური ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საზაფხულო ეკო-ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

პარტნიორები