საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

11 იანვარი 2017 | შეხვედრა თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთთან დაკავშირებით

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მიმართა, სადაც განსახლებისა და სოციალური, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის და მისი პრევენციის ღონისძიებებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს ხმაურთან და ვიბრაციასთან დაკავშირებით შემცირების ღონისძიებები.

 

შეხვედრას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდნენ, როგორც განსახლების ზონაში მყოფი, ასევე ის ნაწილი, რომელთა საცხოვრებელი კორპუსები მდებარეობს საპროექტო გზის მიმდებარედ.

 

 

 

 

პარტნიორები