საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

16 თებერვალი 2017 | პროექტი - ევროკავშირის კონვენცია საქართველოში

პროექტის - „ევროკავშირის კონვენცია საქართველოში“ ფარგლებში, მე-4 ადგილობრივი საკომუნიკაციო დოკუმენტისა და ორწლიანი ანგარიშის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.

 

შეხვედრაზე განიხილეს რეკომენდაციები გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი წარსადგენი მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიანი განახლებადი ანგარიშის მოსამზადებლად.

 

პროექტი ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის მიერ ხორციელდება, ხოლო ფინანსდება სლოვაკეთის დახმარების ფონდისა და ევროპული ფონდის მიერ.

 

 

პარტნიორები