Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 შეხვედრა პლასტიკის პარკების მწარმოებლებთან
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

23 თებერვალი 2017 | შეხვედრა პლასტიკის პარკების მწარმოებლებთან

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ პლასტიკის პარკების მწარმოებლებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს  საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოებასთან, იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის პროექტი  გააცნო.

ნორმატიული აქტის პროექტი ითვალისწინებს პლასტიკის პარკების ეტაპობრივად აკრძალვას და მათ ჩანაცვლებას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკებით, ქაღალდის პარკებით, მრავალჯერადი გამოყენების პარკებითა და ჩანთებით.  

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ პლასტიკის პარკების გარემოზე ზემოქმედების შედეგებსა და პრობლემის გადაჭრის მიზნით ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა.

 

 

 

პარტნიორები