საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

15 მაისი 2017 | გიგლა აგულაშვილი სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ.ტალინში იმყოფება, სადაც ესტონეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს, მარკო პომერანტსს შეხვდა.

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ტყის მდგრადი მართვა, ნარჩენების მართვა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შერბილება, წყლის რესურსების მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და გარემოსდაცვითი განათლება - ეს ის მიმართულებებია რაზეც კოლეგებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

 

ვიზიტის ფარგლებში გიგლა აგულაშვილი ლაჰემას ეროვნულ პარკს დაათვალიერებს და დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნობა.

 

ესტონეთის შემდეგ გიგლა აგულაშვილი ლატვიას ეწვევა.

 

 

პარტნიორები