საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

16 მაისი 2017 | გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის - „საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება“ გახსნის პრეზენტაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დაესწრო.

 

პროექტის მნიშვნელობაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრეს.

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 1,3 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი, იტალიის ფონდი „მინოპრიო“, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტო და პოლონეთის პროფესიული მედიცინის ინსტიტუტი, ბენეფიციარ უწყებასთან - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებენ.

 

პროექტის მიზანია, საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება, გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ევროპულ მოთხოვნებთან მიახლოების გზით, საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება, გრძელვადიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება და სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

 

პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი, საქართველოს სახელწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, იტალიის რესპუბლიკის საელჩოს, გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

პარტნიორები