საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

16 მაისი 2017 | გიგლა აგულაშვილი ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს

გიგლა აგულაშვილი ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. 

 

მინისტრი ესტონელ კოლეგასთან ერთად ლაჰემას ეროვნულ პარკს ესტუმრა და დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

 

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ტყის მართვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მხარეებმა ტყის სექტორში მორების აღრიცხვისა და კონტროლის მექანიზმები და ტყის მდგრადი მართვის პრინციპები განიხილეს, ასევე გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე იმსჯელეს.

 

ესტონეთის შემდეგ გიგლა აგულაშვილი ლატვიას ეწვევა.

 

 

პარტნიორები