საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

17 მაისი 2017 | გიგლა აგულაშვილი ესტონეთის შემდეგ ლატვიის რესპუბლიკას ეწვია

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ.რიგაში იმყოფება, სადაც ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრს კასპარ გერჰარდსს შეხვდა.

 

მხარეებმა ნარჩენების მართვის საკითხებში გამოცდილება ერთამანეთს გაუზიარეს და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სააქციო საზოგადოება ლატვიის ეროვნული ტყეების ( “Latvia's State Forests”) წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც ტყის მდგრადი მართვის საკითხები და სატყეო სისტემა განიხილეს.

 

გიგლა აგულაშვილმა ბალტიისპირეთში ერთერთი უდიდესი ნაგავსაყრელიც SIA Getliņi EKO დაათვალიერა სადაც არსებულ ინფრასტრუქტურასა და  ტექნოლოგიებს გაეცნო.

 

 

პარტნიორები