საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

23 მაისი 2017 | შავი ზღვის მონიტორინგის შედეგები

„ტექნოპარკში“ პროექტის შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 

შეხვედრაზე გარემოს ეროვნული სააგენტოსა და უცხოელი  სპეციალისტების  მიერ შავი  ზღვის  სანაპირო  ზოლში  განხორციელებული  კვლევის  შედეგად აღმოჩენილი 12 ახალი ფაქტი იქნა წარმოდგენილი. შავი  ზღვის  ეკოლოგიური მონიტორინგის  გაძლიერების  ფარგლებში, უცხოელმა  სპეციალისტებმა  ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ბიოლოგიური ფიზიკურ-ქიმიური კვლევები განახორციელეს.

 

ასეთი მასშტაბის კვლევები თანამედროვე ტექნოლოგიებით შავ ზღვაზე დღემდე არ განხორციელებულა. შეხვედრაზე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შავ ზღვაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები განიხილა.

 

პროექტი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებში სამეცნიერო გემი ერთობლივ კვლევებს 2017 წელსაც განახორციელებს.

 

 

 

პარტნიორები