საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

15 ივნისი 2017 | გარემო და ჯანმრთელობის მეექვსე მინისტერიალი

ქ. ოსტრავაში(ჩეხეთის რესპუბლიკა), ა/წ 13-15 ივნისს მიმდინარე გარემო და ჯანმრთელობის მეექვსე მინისტერიალში, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრი, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ნინო გოხელაშვილი. 14 ივნისს, მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პარალელურ ღონისძიებაზე - “უფრო სუფთა ჰაერი - უფრო ჯანმრთელი ცხოვრება“ მან გააკეთა მოხსენება, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოში ჰაერის ხარისხის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, საერთაშორისო ვალდებულებების და ბათუმის მინისტერიალის “ბათუმი 2016” ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ინიციატივების შესრულების შესახებ. პარალელური ღონისძიება ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს (EEA), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), სკანდინავიის მინისტრთა საბჭოს (NCM) და კლიმატის და სუფთა ჰაერის კოალიციის (CCAC) ორგანიზებით გაიმართა.

 

 

პარტნიორები