საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

14 ივლისი 2017 | სამუშაო ჯგუფისა და დაინტერესებული მხარეების შეხვედრა

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის განხორციელებისათვის საჭირო  „ზეწოლისა და ზემოქმედების ანალიზისა და რისკის შეფასებისა“ და „ეკოლოგიური სტატუსისა და ეკოლოგიური პოტენციალის კლასიფიკაციის“  სახელმძღვანელო დოკუმენტებზე.

 

პროექტის ფარგლებში, ივლისში გაიმართა სამუშაო ჯგუფისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შეხვედრა აღნიშნული დოკუმენტების სამუშაო ვერსიების განხილვის მიზნით.

 

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია GEO (Georgia’s Environmental Outlook) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) - ფარგლებში.

 

 

პარტნიორები