საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

10 აგვისტო 2017 | GIZ-ის სატყეო მიმართულების ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სატყეო მიმართულების ახალ ხელმძღვანელს ბენედიქტ იბელეს შეხვდა. ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის პროგრამა სამხრეთ კავკასიაში განაგრძობს სამინისტროს მხარდაჭერას ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო სექტორის რეფორმის მიმართულებით.

 

მხარეებმა სატყეო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ახალი ტყის კოდექსის შემუშავების და შემდგომში მისი განხორციელებისთვის დახმარების პერსპექტივები.

 

 

პარტნიორები