საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

11 აგვისტო 2017 | მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსი

სასტუმრო „თბილის მარიოტში“, მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევის მიზნით, ეროვნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.

 

2015 წლის სექტემბერში გლობალურმა საზოგადოებამ დაამტკიცა "მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი" და  მდგრადი განვითარების მიზანი, რაც მოუწოდებს ქვეყნებს, რომ დაიცვან, აღადგინონ და ხელი შეუწყონ ხმელეთის ეკოსისტემების მდგრად გამოყენებას, ტყის მდგრად მართვას, გაუდაბნოებასთან ბრძოლას და შეაჩერონ მიწის დეგრადაცია და ბიომრავალფეროვნების კარგვა.

 

გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციისა და გლობალური მექანიზმის (კონვენციის ფინანსური მექანიზმი) მიერ შეიქმნა გლობალური მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს განსაზღვრონ ეროვნული მიზნები მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევისათვის. საქართველოც სხვა ქვეყნებთან ერთად ჩაერთო გლობალურ პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში შექმნილია ეროვნული სამუშაო ჯგუფი. 2017 წლის განმავლობაში ჩატარდა 3 სამუშაო შეხვედრა. ჯგუფის მიერ შეფასდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიწის რესურსებთან მიმართებაში.

 

სამუშაო ჯგუფის წევრებმა, რომლებიც სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები არიან შეხვედრის ფარგლებში შეიმუშავეს ეროვნული მიზნები, რომელიც უზრუნველყოფს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევას.

 

 

პარტნიორები