საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

08 სექტემბერი 2017 | ხე - ტყის უკანონო ჭრა სურამში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონის ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაკალათუბანის მიმდებარედ, სურამთან ახლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დაახლოებით 60 ძირი წიწვოვანი სახეობის ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

 

ამ დროისათვის, ადგილზე რჩებიან უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ტერიტორიის აღწერას და გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებას აწარმოებენ.

 

 

პარტნიორები